კოლაროვი: "ნაინგოლანი ინტერს ორ გოლს გაუტანს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოლაროვი: "ნაინგოლანი ინტერს ორ გოლს გაუტანს"


კოლაროვი:

"რომას" მარცხენა მცველმა, ალექსანდრ კოლაროვმა, მილანის "ინტერთან" მოახლოვებულ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაჯა ნაინგოლანი დუბლს გაიფორმებს.

"იკარდი "ინტერის" მთავარი საფრთხეა, თუმცა მათ სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავთ, რომელთაც მატჩის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

იკარდი თუ ჯეკო? მე ჯეკო უფრო მომწონს.

ნაინგოლანი? ჩვენ მის ბოლოდროინდელ საქციელზე ვისაუბრეთ და მან მტკიცედ აღნიშნა, რომ მსგავსი არ განმეორდება. რაჯა ძალიან კარგი ბიჭია. ვფიქრობ, ის ყველა პრობლემას დაძლევს და "ინტერს" ორ გოლს გაუტანს", - განაცხადა "მგლების" სერბმა ლეგიონერმა.

რომაული კლუბი "ნერაძურის" ხვალ საღამოს სტუმრად დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები