მალკომი შესაძლოა ტოტენჰემში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მალკომი შესაძლოა ტოტენჰემში გადავიდეს


მალკომი შესაძლოა ტოტენჰემში გადავიდეს

"ბორდოს" ახალგაზრდა ვინგერმა, მალკომმა, კარიერა შესაძლოა არა ლონდონის "არსენალში", არამედ "ტოტენჰემში" გააგრძელოს.

ბრიტანული გამოცემა "The Telegraph" იტყობინება, რომ "დეზების" ხელმძღვანელობა ფრანგულ კლუბს უკვე შეუთანხმდა და 20 წლის ბრაზილიელი "ტოტენჰემს" ზაფხულში შეუერთდება.

მალკომის ტრანფერი ლონდონურ კლუბს 35 მილიონი გირვანქა დაუჯდება და ბონუსების სახით "ბორდოს" კიდევ 9 მილიონი ევრო შეიძლება გადაურიცხოს.

საფრანგეთის ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში მალკომმა 20 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები