რომამ ჯეკოს შემცვლელს მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომამ ჯეკოს შემცვლელს მიაგნო


რომამ ჯეკოს შემცვლელს მიაგნო

"რომას" ხელმძღვანელობა ედინ ჯეკოს გასაშვებად ემზადება და მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.

იტალიური პრესის ინფორმაციით, თუ ბოსნიელი თავდამსხმელი იანვრის ბოლომდე ლონდონის "ჩელსის" შეუერთდება, მაშინ რომაული კლუბი "ფიორენტინას" ცენტრფორვარდს, კუმა ბაბაქარს, დაიმატებს.

24 წლის სენეგალელი ფლორენციული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

ბაბაქარის მოქმედი კონტრაქტი "სკუადრა ვიოლასთან" 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მისით ინგლისური "კრისტალ პალასიც" ინტერესდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები