ხოჭოლავამ 2018 წელს შახტარში პირველი მატჩი ჩაატარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხოჭოლავამ 2018 წელს შახტარში პირველი მატჩი ჩაატარა


ხოჭოლავამ 2018 წელს შახტარში პირველი მატჩი ჩაატარა

როგორც მოგეხსნებათ, დონეცკის "შახტარი" მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გადის, სადაც გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი უკვე ჩაატარა.

"შახტარი" თურქეთში "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში კი თამაში გაიხსნა. უკრაინელები 2-ჯერ გავიდნენ წინ, თუმცა "ლუდოგორეცმა" 2-ჯერვე გაათანაბრა და მატჩი 2:2 მორჩა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა. მან "შახტართან" ერთად 2018 წლის პირველი მატჩი ითამაშა.

მოგეხსენებათ, ხოჭოლავას ტრავმა აწუხებდა, თუმცა როგორც ჩანს, ის ახლა სრულ მზადყოფნაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები