შურლე: "უმჯობესია, ობამეიანგის სატრანსფერო საგა მალე დასრულდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შურლე: "უმჯობესია, ობამეიანგის სატრანსფერო საგა მალე დასრულდეს"


შურლე:

დორტმუნდის "ბორუსიას" უნივერსალურმა შემტევმა, ანდრე შურლემ, პიერ-ემერიკ ობამეიანგის სატრანსფერო საგაზე ისაუბრა.

"გუნდში ეს პრობლემა იყო, რომელმაც არეულობა შემოიტანა. ფეხბურთზე კონცენტრირება მარტივი არ იყო, ვინაიდან მოედანს მიღმა ყველა ერთ თემას განიხილავდა.

ვარჯიშების დროს ბიჭები ცდილობდნენ, რომ ობამეიანგისთვის მიექციათ ყურადღება. როდესაც მასთან ურთიერთობა გაქვს, ხვდები, რომ პიერ-ემერიკი კარგი ბიჭია.

თუმცა ვერასოდეს მიხვდები თუ რა აქვს მას თავში. ყველასთვის კარგი იქნება თუ ობამეიანგის სატრანსფერო საგა მალე დასრულდება", - განაცხადა 27 წლის გერმანელმა.

ობამეიანგი გერმანულ კლუბში თავს უკმაყოფილოდ გრძნობს და სურს, რომ იანვრის ბოლომდე სხვა გუნდში გადავიდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები