მარსიალმა მანჩესტერს მოაგებინა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსიალმა მანჩესტერს მოაგებინა [VIDEO]


მარსიალმა მანჩესტერს მოაგებინა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ბარნლი" გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა მთელი მატჩის განმავლობაში კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა და ერთხელ მიზანსაც მიაღწია - მეორე ტაიმის დასაწყისში ენტონი მარსიალმა "წითელ ეშმაკებს" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

მანკუნიანელებმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე მშრალი გამარჯვება მოიპოვეს, მეორე ადგილი გაიმყარეს და "ჩელსის" კვლავ 3 ქულით გაასწრეს.

ბარნლი 0:1 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლი: 0:1 - მარსიალი (54').

შემადგენლობები

ბარნლი: პოუპი; ბარდსლი, ტარკოვსკი, მი, ტეილორი; კორკი, ჰენდრიკი (ვოუკსი 81'), დეფური; გუდმუნდსონი, ბარნსი (ველსი 89'), არფილდი (ნ'კუდუ 81').

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, იანგი; პოგბა, მატიჩი; მატა (ფელაინი 72'), ლინგარდი (რეშფორდი 80'), მარსიალი (ერერა 90+4'); ლუკაკუ.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები