ჩანს ბაიერნში დაბრუნება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩანს ბაიერნში დაბრუნება სურს


ჩანს ბაიერნში დაბრუნება სურს

"ლივერპულის" უნივერსალური ნახევარმცველი, ემრე ჩანი, შესაძლოა მშობლიურ კლუბში უფასოდ დაბრუნდეს.

24 წლის გერმანელის მოქმედი კონტრაქტი მერსესაიდულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და უკვე ცნობილია, რომ ჩანი "წითლებთან" ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

ემრე ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და მასზე რამდენიმე კლუბი ნადირობს. ჩანით "მანჩესტერ სიტი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი, მაგრამ თავად გერმანელს სხვა მიზნები აქვს.

ბრიტანული გამოცემა "Daily Mirror" იტყობინება, რომ ემრე ჩანს იტალიაში გადაბარგება ან ინგლისში დარჩენა არ უნდა და მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნება სურს.

ჩანი "რეკორდმაისტერის" აღზრდილია და "ბაიერნის" პირველ გუნდში მხოლოდ ერთი (2012/13 წლები) სეზონი ჩაატარა. 2014 წელს კი მიუნხენელებმა ის "ლივერპულში" დაახლოებით 12 მილიონ ევროდ გაყიდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები