ბარნლის დამარცხების შემდეგ, მოურინიომ არბიტრი შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარნლის დამარცხების შემდეგ, მოურინიომ არბიტრი შეაქო


ბარნლის დამარცხების შემდეგ, მოურინიომ არბიტრი შეაქო

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ არბიტრი, მაიკ დინი ინგლისის ჩემპიონატში "ბარნლისთან" (1:0) გამართულ მატჩში წარმატებული მუშაობის გამო შეაქო.

გარდა ამისა, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "არსენალის" ფორვარდი, ალექსის სანჩესი, დიდი ალბათობით, კარიერას "ემიუში" გააგრძელებს.

"კარგად ვიცავდით თავს, სამართლიანობის წყალობით, მაიკ დინმა და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავეს", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

"მატჩში ძალიან ბევრი ბრძოლა იყო. მარსიალის გამო გახარებულები ვართ. მისი პოტენციალი ვიცით და სტაბილური თამაში გვსურს".

"ალექსის სანჩესი? მე თუ მკითხავთ, ჩემი აზრით, გადმოვა. თუმცა, დამადასტურებელი საბუთი არ მაქვს", - დასძინა ჟოზემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები