საბურთალომ თურქეთში პირველი მატჩი მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბურთალომ თურქეთში პირველი მატჩი მოიგო


საბურთალომ თურქეთში პირველი მატჩი მოიგო

"საბურთალომ", რომელიც ამჟამად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის უმაღლეს ლიგელ "კონკორდიასთან" გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარი კი უხვგოლიანი გამოდგა. 50-ე წუთზე რუმინელები წინ გავიდნენ.

თუმცა 82-ე წუთზე ანგარიში ტატანაშვილმა გაათანაბრა, რომელსაც "საბურთალოში" დებიუტი ჰქონდა.

ტატანაშვილმა ძლიერი დარტყმით მეკარეს აუღებელი დაურტყა. მატჩის მიწურულს კი თავური დარტყმით ნადარაიამ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

სკ.საბურთალოს ფოტო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები