VIDEO: 2 წითელი ბარათი და ვალენსიას მარცხი - ღამურებმა მე-2 ადგილი ქარს გაატანეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: 2 წითელი ბარათი და ვალენსიას მარცხი - ღამურებმა მე-2 ადგილი ქარს გაატანეს


VIDEO: 2 წითელი ბარათი და ვალენსიას მარცხი - ღამურებმა მე-2 ადგილი ქარს გაატანეს

ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში "ვალენსია" "ლას პალმასს" ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

მე-5 წუთზე ანგარიში სანტი მინამ გახსნა. მე-20 წუთზე ჯონათან ვიერამ წონასწორობა აღადგინა.

53-ე წუთზე "ვალენსიელთა" კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სალერიმ გამოიყენა და საბოლოო წერტილი დასვა - 2:1

პენალტი გაბრიელ პაულისტას წესების დარღვევას მოჰყვა და მან ყვითელი ბარათი მიიღო. ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო გადაწყვეტილებით და მსაჯთან კამათის გამო 1 წუთში მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და მოედანი დატოვა.

87-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან რუბენ ვეზო გააძევა და "ვალენსია" 9 კაცით დარჩა.

ამრიგად, მარსელინოს გუნდი დამარცხდა და მე-2 ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგა.



VIDEO: 2 წითელი ბარათი და ვალენსიას მარცხი - ღამურებმა მე-2 ადგილი ქარს გაატანეს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები