გურამ კაშია გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა: "მოსაგებად ყველაფრის გაკეთება შეიძლება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გურამ კაშია გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა: "მოსაგებად ყველაფრის გაკეთება შეიძლება"


გურამ კაშია გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა:

ჰოლანდიის ჩემპიონატში გამართული შეხვედრა არნემის "ვიტესსა" და "ჰერენვეენს" შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში "ვიტესის" მცველმა მეთ მიაზგამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მიმართ არასპორტულად ითამაშა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ ფაქტს "ვიტესის" ქართველი კაპიტანი გურამ კაშია გამოეხმაურა.

"მიაზგას არ ვიცავ, მაგრამ ეს იყო ეპიზოდი, რომელიც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მოსაგებად ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

ფეხბურთში ამაზე ბევრად უარესი შემთხვევებიც მინახავს. მიაზგა კარგი ადამიანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ უნდა გაეკეთებინა", - აცხადებს კაშია.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები