სიმეონე: "ატლეტიკომ ხირონასთან კარგად ითამაშა, მაგრამ ორი ქულა დაკარგა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე: "ატლეტიკომ ხირონასთან კარგად ითამაშა, მაგრამ ორი ქულა დაკარგა"


სიმეონე:

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში "ხირონასთან" ნათამაშებ ფრეზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ზემოთნახსენები შეხვედრა მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩატარდა და ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქემ გაურკვეველ სიტუაციაში შეძლო გოლის გატანა. ვფიქრობ, ეს ის არის, რაც ნებისმიერ შეხვედრაში ხდება: ზოგჯერ გუნდს უმართლებს, ზოგჯერ კი - არა".

"ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ორი ქულა დავკარგეთ", - თქვა დიეგომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები