ჯეკოს ჩელსიში გადაბარგების შემთხვევაში, რომა სტარიჯისთვის იბრძოლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯეკოს ჩელსიში გადაბარგების შემთხვევაში, რომა სტარიჯისთვის იბრძოლებს


ჯეკოს ჩელსიში გადაბარგების შემთხვევაში, რომა სტარიჯისთვის იბრძოლებს

"რომას" ხელმძღვანელობა "ინტერს" "ლივერპულის" თავდამსხმელის, დანიელ სტარიჯისთვის ბრძოლაში კონკურენცია გაუწევს, თუ რომაელთა ფორვარდი, ედინ ჯეკო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის" შეუერთდება, იუწყება Sky Sport Italia.

როგორც იწერება, "რომა" "არისტოკრატთა" თავდამსხმელის, მიში ბატშუაის არენდის შესაძლებლობასაც განიხილავს, მაგრამ ინგლისელის ვარიანტი, რომელიც 2018 წლის მუნდიალის წინ სათამაშო პრაქტიკის მიღებითაა დაინტერესებული, პრიორიტეტულია.

"ლივერპული" მზადაა სტარიჯი 2 მილიონ ევროიანი იჯარით გაუშვას ან სრულფასოვანი ტრანსფერი გააფორმოს და 30 მილიონი მიიღოს.

მიმდინარე სეზონში სტარიჯმა 14 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები