მალკომმა პრემიერ ლიგაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მალკომმა პრემიერ ლიგაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა


მალკომმა პრემიერ ლიგაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა

"ბორდოს" თავდამსხმელი, მალკომი ინგლისში კარიერის შესაძლო გაგრძელების თემას შეეხო.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი შემტევისადმი ინტერესს ორი ლონდონური კლუბი იჩენს - "არსენალი" და "ტოტენჰემი".

"თუ კლუბს დავტოვებ, ცუდი არ იქნება. ყოველთვის "ბორდოს" მადლიერი ვიქნები, მაგრამ ეს ცხოვრებაა, ეს არჩევანია. თუ ჩემი ბედი აქ დარჩენაა, დავრჩები. თუ წასვლა მომიწევს, წავალ. თუმცა, ჯერჯერობით, აქ ვარ, ჩემს სამუშაოს ვასრულებ".

"ინგლისის პრემიერ ლიგა? რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა. ეს ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა, მე კი გამონაკლისი არ ვარ", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს FourFourTwo.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები