მოიესი: "ჩიჩარიტოს შესაძლო წასვლაზე ბევრი ჭორია, მაგრამ იგი ვესტ ჰემს სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოიესი: "ჩიჩარიტოს შესაძლო წასვლაზე ბევრი ჭორია, მაგრამ იგი ვესტ ჰემს სჭირდება"


მოიესი:

"ვესტ ჰემ იუნაიტედის" თავკაცი, დევიდ მოიესი მიმდინარე სტრანსფერო პერიოდში მექსიკელი თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის გუნდიდან შესაძლო წასვლის თემას შეეხო.

"ბორნმუთთან" (1:1) გამართულ საშინაო შეხვედრაში ჩიჩარიტო მოედანზე 64-ე წუთზე მოგვევლინა, 9 წუთში კი წონასწორობა აღადგინა.

"ამჟამად ჩიჩარიტოს წასვლის თემაზე ბევრი ჭორია. ვრცელდება ჭორები ენდი ქეროლზეც, დიაფრა სახოზეც, თითოეულ ჩვენს ფეხბურთელზე და მათ ძაღლებზეც კი".

"ხავიერ ერნანდესი გვჭირდება, ასეთი გოლები კი ჩვენთვის ტიპიური უნდა გახდეს. ასე რომ, მეტის გატანას უნდა ვეცადოთ", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს ВВС.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები