ვალვერდე გრიზმანის შესაძლო შეძენას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე გრიზმანის შესაძლო შეძენას გამოეხმაურა


ვალვერდე გრიზმანის შესაძლო შეძენას გამოეხმაურა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კიდევ ერთხელ იუარა კატალონიურ გრანდში "ატლეტიკოს" ფორვარდ ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერის განხილვა.

აქამდე, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თავიანთ საიტზე ფრანგული ფეხბურთელის მომავალ ტრანსფერზე გავრცელებული ჭორების საპასუხოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

"გრიზმანი სხვა კლუბის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც საკმარისად ვცემთ პატივს, რათა ასეთი რაღაცები არ განვიხილოთ".

"დღესდღეობით ბევრი ჭორი ვრცელდება და ამას უნდა შევეგუოთ", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Football Espana.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები