ნაპოლიმ ატალანტა რთულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ატალანტა რთულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]


ნაპოლიმ ატალანტა რთულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატი 2 კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - სერია -ას ლიდერმა "ნაპოლიმ" ბერგამოში ურთულესი მატჩი ჩაატარა და დრის მერტენსის ერთადერთი გოლით იმარჯვა.

"ქალთევზებმა" ნეაპოლურ კლუბს შინ არაფერი დაუთმეს და მთელი 90 წუთის განმავლობაში უშეღავათო ორთაბრძოლა მიმდინარეობდა. თუმცა 65-ე წუთზე კალეხონის ფანტასტიკური პასით მერტენსმა ისარგებლა და "ცისფრებს" საჭირო სამი ქულა მოუტანა.

მაურიციო სარის გუნდმა 54 ქულა დააგროვა და "იუვენტუსს", რომელიც საღამოს "ჯენოას" უმასპინძლებს, 4 ქულით გაასწრო.

ატალანტა 0:1 ნაპოლი

გოლი: 0:1 - მერტენსი (65').

შემადგენლობები

ატალანტა: ბერიშა; ჰატებური, ტოლოი (ორსოლინი 79'), კალდარა, მაზიელო, სპინაცოლა (გოსენსი 61'); კრისტანტე, ფროილერი; ილიჩიჩი (ჰაასი 75'), კორნელიუსი, ა.გომესი.

ნაპოლი: რეინა; ჰუსაი, ალბიოლი, კულიბალი, რუი; ალანი, ჟორჟინიო, ზელინსკი (როგი 86'); კალეხონი (მაჯო 90+1'), მერტენსი, ინსინიე (ჰამშიკი 74').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები