ბორდო პოიეტმა ჩაიბარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბორდო პოიეტმა ჩაიბარა


ბორდო პოიეტმა ჩაიბარა

"ბორდოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ურუგვაელი სპეციალისტი, გუსტავო პოიეტი, გახდა.

ამ კვირის დასაწყისში ფრანგულმა კლუბმა ჟოსლენ გურვენეკი, რომელიც გუნდს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა, გაათავისუფლა და მისი შემცვლელის ვინაობა დღეს გაავრცელა.

50 წლის პოიეტი 2013-2015 წლებში "სანდერლენდს" წვრთნიდა, ხოლო მისი ბოლო სამუშაო ადგილი "შანხი შენხუა" იყო, რომელიც გასული წლის სექტემბერში დატოვა.

"ბორდო" საფრანგეთის ჩემპიონატში 22 ტურის შემდეგ მე-11 პოზიციაზე იმყოფება. ლიგა 1-ს ბოლო 7 თამაშში გუნდმა 5 მარცხი განიცადა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბორდო გუსტავო პოიეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები