მერტენსი: "წინ მორიგი ნაბიჯი გადავდგით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მერტენსი: "წინ მორიგი ნაბიჯი გადავდგით"


მერტენსი:

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა, ბერგამოს "ატალანტასთან" დღევანდელი მატჩი შეაფასა.

"ჩვენ მოვიგეთ, მე კი გოლი გავიტანე, ამიტომ ეს იდეალური მატჩი იყო!

ეს მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ქომაგებისთვის, ვინაიდან კარგად ვიცით თუ როგორი რთულია აქ ქულების მოპოვება.

გასულ სეზონში ამ თამაშს ვერ მოვიგებდით, მაგრამ ახლა უფრო ძლიერები ვართ და გვიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ.

ეს წინ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, მორიგი იმედისმომცემი ნაბიჯი", - განაცხადა 30 წლის ბელგიელმა.

ნეაპოლურმა კლუბმა ბერგამოში მერტენსის ერთადერთი გოლით იმარჯვა და ამ ტურსაც პირველ ადგილზე დაასრულებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი დრის მერტენსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები