გვარდიოლა: "10 მოგებაც და ჩემპიონები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "10 მოგებაც და ჩემპიონები ვართ"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა "ნიუკასლთან" 3:1 მოგების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

"ლივერპულთან მარცხის შემდეგ, გაჩნდა ილუზია, რომ სიტი მოეშვებოდა და ზედიზედ მეორე მატჩს ვერ მოიგებდა. სწორედ ამიტომ იყო ნიუკასლთან გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

მათემატიკურად თუ გამოვთვლით, 10 მოგებაც და ჩემპიონები ვართ. აუცილებლად შევეცდებით გეგმის ბოლომდე მიყვანას", - თქვა გვარდიოლამ.

მოგეხსენებათ, 24 ტურის შემდეგ, პეპ გვარდიოლას "სიტი" უახლოეს მდევრებს 12 ქულით ასწრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები