სარი: "ძალიან სასიამოვნო გამარჯვება მოვიპოვეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "ძალიან სასიამოვნო გამარჯვება მოვიპოვეთ"


სარი:

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, ბერგამოს "ატალანტასთან" მოპოვებული რთული გამარჯვებით ძალიან კმაყოფილია.

"აქ გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა, ვინაიდან "ატალანტა" ბერგამოში ყოველთვის პრობლემებს გვიქმნიდა და ვიცით, რომ დღევანდელი გამარჯვებით საკუთარი ქომაგები გავახარეთ.

ამ გუნდთან წინა თამაშებში სერიოზული პრობლემები გვქონდა, ამიტომაც მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და სასტარტო თერთმეტეულიც სწორად შევარჩიეთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ნეაპოლურმა კლუბმა დღეს ბერგამოში დრის მერტენსის გოლით 1:0 იმარჯვა და სერია ა-ში ლიდერობა განიმტკიცა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მაურიციო სარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები