მატუიდი: "სერია ა ტაქტიკურად ძალიან რთულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატუიდი: "სერია ა ტაქტიკურად ძალიან რთულია"


მატუიდი:

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ, იტალიის ეროვნულ ჩემპიონატსა და მის სირთულეებზე ისაუბრა.

"აქ ძალიან ბედნიერი ვარ და ნამდვილად კარგად მოვერგე, ვინაიდან იტალიაში სწორედ ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც ძალიან მომწონს და შემეფერება.

სერია ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან რთულია. შორიდან ამის დანახვა ბევრს არ გამოსდის, მაგარამ საჭიროა მოედანზე ცოტა ხანი დაჰყო და ორგანიზაციის მაღალ დონეს ეგრევე ხვდები.

ეს რთული ჩემპიონატია და სკუდეტოს მოგება ძალიან მინდა. ჩვენ ტიტულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა 30 წლის ფრანგმა.

ბლეზ მატუიდი "ბებერ ქალბატონს" 2017 წლის ზაფხულში "პარი სენ ჟერმენიდან" შეუერთდა და იტალიის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ბლეზ მატუიდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები