ალეგრი: "ნაპოლი კურდღელივით წინ გარბის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "ნაპოლი კურდღელივით წინ გარბის"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, იტალიის სერია ა-ში თავისი გუნდის მთავარ კონკურენტზე ისაუბრა.

"იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატის მოსაგებად რაღაც გასაოცარი უნდა გააკეთოს. "ნაპოლიმ" უკვე 51 ქულა დააგროვა, ჩვენ კი წინა სეზონთან შედარებით, ამავე ეტაპზე, 2 ქულით მეტი მოვიპოვეთ.

"ნაპოლი" წინ ისე გაგვირბის, როგორც კურდღელი და ვფიქრობ, რომ ამ რბოლაში ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

ნეაპოლურმა კლუბმა დღეს ბერგამოში საკმაოდ რთული გამარჯვება მოიპოვა (1:0) და "იუვეს" 4 ქულით გაექცა. ტურინელები დღეს გვიან საღამოს, 23:45 საათზე, შინ "ჯენოას" მიიღებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები