ობამეიანგის არსენალში გადასვლა გადაწყვეტილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგის არსენალში გადასვლა გადაწყვეტილია


ობამეიანგის არსენალში გადასვლა გადაწყვეტილია

ცნობილი გავლენიანი გამოცემა Goal.com პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილია, რომ მეთოფეთა შეფები გერმანიაში იყვნენ ჩასულები, სადაც ობამეიანგთან პირადი დეტალები შეათანხმეს.

შესაბამისად, ობამეიანგის "არსენალში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილია და ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

ობამენაგმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა და 21 გოლიც გაიტანა.

ობამეიანგის გარდა, არსენ ვენგერი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მხითარიანსაც იყიდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები