ზიდანი: "ზუსტად ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ზუსტად ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა"


ზიდანი:

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის მატჩში "დეპორტივო" მიიღო და მეტოქე 7:1 დაამარცხა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეხვედრა შეაფასა:

"იმ პერიოდის შემდეგ, რაც "რეალს" ჰქონდა, ფეხბურთელებს ზუსტად ასეთი მატჩი სჭირდებოდათ.

რა თქმა უნდა, შედეგი საკმაოდ კარგია, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ამ ანგარიშით გამარჯვება შეცვლის თუ არა მთლიანად გუნდს.

კარგად ვითამაშეთ დღეს და კარგად ვითამაშეთ "ვილიარეალთანაც", სადაც სამწუხაროდ 0:1 დავმარცხდით.

4-3-3 ტაქტიკა? როგორც სხვა დროს, ახლაც გვაქვს იმის საშუალება, რომ შემადგენლობაში როტაცია მოვახდინო. საბედნიეროდ, დღეს, ამან ჩვენს სასიკეთოდ იმუშავა. არ მახსოვს, ბოლოს როდის გავიტანეთ 7 გოლი ერთ მატჩში.

ბეილი? მინდა, რომ ჩემი ყველა მოთამაშე მწყობრში იყოს, თუმცა კვლავ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. ასეთია ფეხბურთი, ზოგჯერ ვიღაც გაკლია.

ბეილის გამო მოხარული ვარ. ახლა მას უკვე შეუძლია რეგულარულად ითამაშოს", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები