ბეილი: "წინ რეალს კიდევ ბევრი დიდი მატჩი ექნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეილი: "წინ რეალს კიდევ ბევრი დიდი მატჩი ექნება"


ბეილი:

ლა ლიგის მატჩში, "რეალმა" "დეპორტივო" 7:1 დაამარცხა, სადაც გარეტ ბეილმა 2 გოლი გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ უელსელმა კომენტარი გააკეთა:

"წინ "რეალს" კიდევ ბევრი დიდი მატჩი ექნება და მე მინდა, რომ ყველა მათგანში მონაწილეობა მივიღო.

თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ 100%-ით მზად ვარ. დრო და დრო ჩემს საუკეთესო ფორმაში დავბრუნდები.

მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე და მსურს, რომ უფრო გავაუმჯობესო თამაშის ხარისხი", - განაცხადა ბეილმა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მატჩში ერთდროულად ბენზემამ, ბეილმა და რონალდუმ ითამაშეს. უელსელმა ამაზეც ისაუბრა: "როდესაც კარიმთან და კრიშტიანუსთან ერთად ბრუნდები შეხვედრაში, მარტივია თავი კარგად იგრძნო. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ვითამაშე კვლავ და გუნდს გოლების გატანაში დავეხმარე."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები