VIDEO: რონალდუს ბავშვის კომენტარი მესიზე, არ მოეწონა: "ცუდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: რონალდუს ბავშვის კომენტარი მესიზე, არ მოეწონა: "ცუდია"


VIDEO: რონალდუს ბავშვის კომენტარი მესიზე, არ მოეწონა:

ლა ლიგის მატჩში "რეალმა" "დეპორტივო" მიიღო და მეტოქე 7:1 დაამარცხა.

შეხვედრის წინ, სანამ გუნდები მოედანზე გამოვიდოდნენ, კრიშტიანუ რონალდუს პატარა ბავშვი გამოელაპარაკა.

მან პორტუგალიელს უთხრა, რომ საუკეთესოა, თუმცა იქვე დააყოლა, რომ მესიც საუკეთესოა.

"კრიშტიანუ, ჩემთვის შენ საუკეთესო ფეხბურთელი ხარ მსოფლიოში და მესიც საუკეთესოა", - თქვა მან.

რონალდუს ბავშვის კომენტარი თავიდან მოეწონა, თუმცა, როდესაც მან დააყოლა, რომ მესიც საუკეთესოა, შემდეგნაირად უპასუხა: "ცუდია."

იხილეთ ვიდეო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები