პერესმა რონალდუს უთხრა, რომ ხელფასს არ გაუზრდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პერესმა რონალდუს უთხრა, რომ ხელფასს არ გაუზრდის


პერესმა რონალდუს უთხრა, რომ ხელფასს არ გაუზრდის

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ ფლორენტინო პერესმა კრიშტიანუ რონალდუს ხელფასის გაზრდაზე უარი უთხრა.

კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ლიონელ მესის ანაზღაურება წელიწადში 46 მილიონი ევრო გახდა, პორტუგალიელი კი მხოლოდ 21 მილიონ ევროს იღებს.

ეს ფაქტი რონალდუს არ მოეწონა და თავადაც მოისურვა ხელფასის მომატება.

AS წერს, რომ გუნდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კრიშტიანუ უარით გაისტუმრა: "ჩვენ არ გვაქვს ახლა საკმარისი თანხა იმისთვის, რომ ხელფასი გაგიზარდოთ."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები