BBC: დორტმუნდმა არსენალს თანხა შეუთვალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

BBC: დორტმუნდმა არსენალს თანხა შეუთვალა


BBC: დორტმუნდმა არსენალს თანხა შეუთვალა

ცნობილი ბრიტანული გამოცემა BBC Sports-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "დორტმუნდმა" "არსენალს" პიერ-ემერიკ ობამეიანგის სატრანსფერო თანხა შეუთვალა.

ლონდონში გერმანიიდან ჩავიდა ცნობა, რომ გაბონელი ფორვარდის შეძენა მათ მინიმუმ 50 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

როგორც იცით, 28 წლის ფეხბურთელი "ბორუსიას" გუნდიდან მოკვეთილია და ბოლო 2 მატჩიც გამოტოვა. ეს გადაწყვეტილება თავად კლუბის დირექტორებმა მიიღეს, რადგან ობამეიანგი სხვა გუნდში გადასვლაზე ფიქრობს.

შესაძლოა, გაბონელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აღმოჩნდეს "არსენალში", სხვა შემთხვევაში კი ის ზაფხულში გაემგზავრება ლონდონში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები