იდეალური დაბრუნება: ჩაკვეტაძის საგოლე პასი და გოლი გენტის ძირითად გუნდში [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იდეალური დაბრუნება: ჩაკვეტაძის საგოლე პასი და გოლი გენტის ძირითად გუნდში [VIDEO]


იდეალური დაბრუნება: ჩაკვეტაძის საგოლე პასი და გოლი გენტის ძირითად გუნდში [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი "გენტსა" და "ლოკერენს" შორის მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "გენტის" ძირითად გუნდში გამოჩნდა ახალგაზრდა ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე მოედანზე 42-ე წუთზე გამოვიდა, ზუსტად 2 წუთში კი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

86-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ულამაზესი გოლიც გაიტანა. ეს გოლი მისთვის პირველი იყო "გენტის" ძირითად გუნდში.

22 ტურის შემდეგ "გენტს" 35 ქულა აქვს, მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერ "ბრიუგეს" 19 ქულით ჩამორჩება.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები