ჩელსი ბარსელონასთვის მორიგ მაღალ ფორვარდს მიადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი ბარსელონასთვის მორიგ მაღალ ფორვარდს მიადგა


ჩელსი ბარსელონასთვის მორიგ მაღალ ფორვარდს მიადგა

ანტონიო კონტეს ენდი კეროლის ყიდვა სურდა, თუმცა ტრანსფერი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ინგლისელმა ტრავმა მიიღო.

ამის შემდეგ, "ჩელსის" პიტერ კრაუჩის ყიდვა სურდა, თუმცა როგორც ჩანს, არც მეორე ინგლისელის ტრანსფერი არ გამოვიდა.

Sky Sports-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად ლონდონელებს ეშლი ბარნსის შეძენა სურთ. 28 წლის ფორვარდი "ბარნლიში" 2014 წლიდან ასპარეზობს და მას 114 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი, რაც თავდამსხმელისთვის არც თუ ისე კარგი მაჩვენებელია.

თუმცა კონტე მის ფიზიკურ აღნაგობაზე აკეთებს აქცენტს. როგორც იცით, კრაუჩის და კეროლის სიმაღლე 190 სანტიმეტრზე მეტია.

ბარნსი 186 სანტიმეტრია.

ამჩნევთ, რომ იტალიელი სპეციალისტი სპეციალურად მაღალ ფორვარდს ეძებს. იწერება, რომ კონტეს მაღალი შემტევი "ბარსელონასთვის" სურს. ახალი ამბავი არ არის, რომ კატალონიური გუნდის მოთამაშეებს მეორე სართულზე ბრძოლა უჭირთ.

ეს მოსაზრება იმ ფაქტმა გააღვივა, რომ "ჩელსიმ" ენდი კეროლზე უარი იმის გამო თქვა, რომ ის 1 თვე ვერ შეძლებს თამაშს და შესაბამისად "ბარსელონასთან" მატჩისთვის მწყობრში ვერ იქნებოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები