კაკაბაძის ხიმნასტიკის მორიგი საშინაო მარცხი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაკაბაძის ხიმნასტიკის მორიგი საშინაო მარცხი


კაკაბაძის ხიმნასტიკის მორიგი საშინაო მარცხი

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გამართული მატჩი "ხიმნასტიკსა" და "რეუსს" შორის სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

მატჩში ანგარიში დომინგესმა გახსნა და "რეუსი" წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში "ხიმნასტიკი" გონს მოეგო და 73-ე წუთზე გაათანაბრა.

თუმცა სტუმარმა გუნდმა 84-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და 2:1 იმარჯვა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "ხიმნასტიკის" ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.

"ხიმნასტიკი" წელს შინ საშინლად თამაშობს. ბოლო 5 საშინაო მატჩიდან გუნდს 4 წაგებული აქვს.

კაკაბაძის ხიმნასტიკის მორიგი საშინაო მარცხი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები