მარკინიოსმა ლუკას მოურას პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე საუბრისას იტირა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარკინიოსმა ლუკას მოურას პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე საუბრისას იტირა


მარკინიოსმა ლუკას მოურას პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე საუბრისას იტირა

"პსჟ"-ს მცველმა, მარკინიოსმა ინტერვიუს ჩაწერისას, როცა თავდამსხმელ ლუკას მოურას კლუბიდან შესაძლო წასვლაზე ჰკითხეს, ცრემლები ვერ შეიკავა (იხილეთ ვიდეო აქ)

აქამდე არსებული ინფორმაციით, ფორვარდი პარიზული კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა, თავად ფეხბურთელმა კი თქვა, რომ "პსჟ"-ში მისი ისტორია დასრულებულია.

"იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი მეგობარი იქნება", - ციტირებს მარკინიოსის სიტყვებს Canal+.

ამ სეზონში ლუკასმა "პსჟ"-ს რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, მან მოედანზე 79 წუთი გაატარა და არცერთი შეხვედრა არ დაუწყია ძირითად შემადგენლობაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები