ლემარი მზადაა მონაკო მხოლოდ ბარსელონას გამო დატოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლემარი მზადაა მონაკო მხოლოდ ბარსელონას გამო დატოვოს


ლემარი მზადაა მონაკო მხოლოდ ბარსელონას გამო დატოვოს

"მონაკოს" ნახევარმცველი, ტომ ლემარი მზადაა უახლოეს პერიოდში სამუშო ადგილი შეიცვალოს.

როგორც Daily Mail იტყობინება, 22 წლის ფრანგი მზადაა "ბარსელონას" გამო მონაკოელთა რიგები დატოვოს.

აქამდე პრესაში დაიწერა, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელისადმი კონკრეტულ ინტერესს რამდენიმე ინგლისური კლუბი იჩენს, მათ შორის "ლივერპული" და "არსენალი". "მონაკოს" ჰავბეკის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონი ევროს მიღება სურს.

ამ სეზონში ლემარმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები