17 წლამდელებმა მინსკის ტურნირი წარმატებით დაიწყეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

17 წლამდელებმა მინსკის ტურნირი წარმატებით დაიწყეს


17 წლამდელებმა მინსკის ტურნირი წარმატებით დაიწყეს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ბელარუსში იმყოფება, სადაც მინსკის ტურნირზე თამაშობს.

ქართველების პირველი მეტოქე ყაზახეთი იყო. შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთელები დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა პირველივე ტაიმში გაფლანგეს და 2 ბურთი გაუშვეს.

მეორე ტაიმში საქართველო სრულ უპირატესობას დაეუფლა, რის შედეგადაც, ქამბექი გააკეთა და ყაზახეთთან 3:2 იმარჯვა.

17 წლამდელთა ნაკრები 23 და 25 იანვარს, მინსკის ტურნირზე მოლდოვისა და უკრაინის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები