პსჟ-ს ყოფილი მოთამაშე: "მბაპე რეალისთვის იდეალური იქნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-ს ყოფილი მოთამაშე: "მბაპე რეალისთვის იდეალური იქნებოდა"


პსჟ-ს ყოფილი მოთამაშე:

"პარი სენ ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე, პოლ ლე გუენი, მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალმა" ზაფხულში იდეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

"ვფიქრობ, რომ "რეალმა" ხელიდან ძალიან კარგი შესაძლებლობა გაუშვა, როდესაც ზაფხულში მბაპეს გადაბირება ვერ მოახერხა.

მბაპე იდეალური მოთამაშე იქნებოდა იმისათვის, რომ მოთამაშეებისთვის, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორჯერ მოიგეს, სტიმული მიეცა", - განაცხადა 53 წლის ფრანგმა, რომელიც ახლა "ბურსასპორის" მთავარი მწვრთნელია.

19 წლის ფრანგი თავდამსხმელი გასული წლის ზაფხულში პარიზულმა კლუბმა "მონაკოდან" 1 წლიანი იჯარის წესით დაიმატა და სეზონის ბოლოს მის კონტრაქტს 180 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

მიმდინარე სეზონში მბაპემ 28 თამაში ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები