გატუზო: "კესიე ჩემზე გაცილებით უკეთესია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გატუზო: "კესიე ჩემზე გაცილებით უკეთესია"


გატუზო:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, "კალიარისთან" რთული გამარჯვების (2:1) შემდეგ გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი, ფრანკ კესიე, შეაქო.

"ჩვენ ახლა ყოველ თამაშზე ცალკე უნდა ვიფიქროთ და სატურნირო ცხრილში მხოლოდ სეზონის ბოლოს ჩავიხედოთ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ბიჭები ნდობას იმსახურებენ და ნელ-ნელა უმატებენ.

თამაშის საერთო ხარისხით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კონცენტრაციაზე უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ. ბოლოს ცოტათი გადავიღალეთ, მაგრამ საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ.

კესიე ჩემზე გაცილებით უკეთესია, ვინაიდან სეზონში მინიმუმ შვიდ ან რვა გოლს ქმნის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გუნდზე უნდა ვიფიქროთ და არა კონკრეტულ მოთამაშეებზე", - განაცხადა 39 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც "როსონერის" ყოფილი საყრდენი, კაპიტანი და ლეგენდაა.

"კალიარისთან" თამაშში ორივე გოლი კესიემ გაიტანა, რომელიც მილანურ გრანდს ამ სეზონის დაწყებამდე შეუერთდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ჯენარო გატუზო ფრანკ კესიე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები