დი ფრანჩესკო: "მოთამაშეები კრუნჩხვებში ჩავარდნენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი ფრანჩესკო: "მოთამაშეები კრუნჩხვებში ჩავარდნენ"


დი ფრანჩესკო:

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, მილანის "ინტერთან" გუშინდელი თამაში შეაფასა.

"65-70 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ამის შემდეგ ინტენსივობა დაგვაკლდა. ჩვენ ნახევარმცველების დეფიციტს განვიცდით. ისინი კრუნჩხვებში ჩავარდნენ, ამიტომ მათი შეცვლა მომიწია. ფლორენცი ერთადერთი იყო, რომელსაც შეტევა შეეძლო.

ჩვენ საკუთარ კარს ძლიერად მიგვაჯაჭვეს, კონტრშეტევების განხორციელება კი არ გამოგვდიოდა. უდიდესი სამუშაო შევასრულეთ, ამიტომ სამწუხაროა, რომ გამარჯვება ვერ შევინარჩუნეთ.

დავუშვით შეცდომა, რომლის გამოც "ინტერმა" დაგვსაჯა", - განაცხადა ახალგაზრდა იტალიელმა სპეციალისტმა.

რომაული კლუბი "ჯუზეპე მეაცაზე" 1:0 იგებდა, მაგრამ მატჩის ბოლოს საპასუხო ბურთი გაუშვა და ფრეს (1:1) დასჯერდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ეუსებიო დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები