ბალოტელი: "იუვენტუსში უფასოდაც არ გადავალ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბალოტელი: "იუვენტუსში უფასოდაც არ გადავალ"


ბალოტელი:

"ნიცას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, კარიერის ტურინის "იუვენტუსში" გაგრძელების ვარიანტი გამორიცხა.

27 წლის გამოცდილი იტალიელი ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება და ზაფხულში მას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

"ტურინით საერთოდ არ ვარ დაინტერესებული, არც ახლა და არც უფასოდ", - განაცხადა ბალოტელიმ.

მარიო ბალოტელი იტალიაში მილანის "ინტერისა" (2007-2010) და "მილანის" (2015-16) ღირსებებს უკვე იცავდა და "იუვენტუსის" რიგებში თამაში არ სურს.

მარიო მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება - 24 თამაშში მან 18 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები