ლიპი: "ეს შესაძლოა ნაპოლის წელი იყოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიპი: "ეს შესაძლოა ნაპოლის წელი იყოს"


ლიპი:

ლეგენდარულ იტალიელ სპეციალისტს, მარჩელო ლიპის, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ჩემპიონობის სჯერა.

"იტალიის ჩემპიონატში საინტერესო ორთაბრძოლა მიმდინარეობს.

შესაძლოა ეს "ნაპოლის" წელიც იყოს, ვინაიდან ისინი ცხრილის სათავეში არიან და საკუთარი თავის სჯერათ. არამგონია, რომ მათ ევროპის ლიგამ რაიმე პრობლემა შეუქმნას.

ნეაპოლელები კვლავ სოლიდურად გამოიყურებიან და ვფიქრობ, რომ ტიტულის მოგების კარგი შესაძლებლობა აქვთ", - განაცხადა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მწვრთნელმა.

"ნაპოლი", რომელსაც სკუდეტო 1990 წლის შემდეგ არ მოუგია, სერია ა-ს 21 ტურის შემდეგ 54 ქულით ლიდერობს და "იუვენტუსს", რომელიც თავის მატჩს დღეს ჩაატარებს, 4 ქულით უსწრებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარჩელო ლიპი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები