შალკეს ფანები გორეცკას: "ჩვენი კლუბი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ტიტულები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შალკეს ფანები გორეცკას: "ჩვენი კლუბი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ტიტულები"


შალკეს ფანები გორეცკას:

გელზენკირხენის "შალკეს" გულშემატკივრებმა გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში, შინ "ჰანოვერის" წინააღმდეგ (1:1), ლეონ გორეცკას საწინააღმდეგო ბანერი გამოაკრეს.

"ველტინს-არენაზე" გამოფენილ ბანერზე ეწერა: "არც ფული და არც ტიტულები არ არის ჩვენს კლუბზე მნიშვნელოვანი. ის, ვინც ამას არ აფასებს, შეუძლია დაახვიოს."

შალკეს ფანები გორეცკას: "ჩვენი კლუბი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ტიტულები"

22 წლის გერმანელმა მიუნხენის "ბაიერნთან" 4 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და "რეკორდმაისტერს" 2018 წლის 1 ივლისიდან შეუერთდება.

"შალკეს" ქომაგებს ასევე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც 2011 წლის ზაფხულში მათი გუნდი მანუელ ნოიერმა დატოვა და კარიერა მიუნხენურ გრანდში გააგრძელა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნიშალკე 04 ლეონ გორეცკა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები