ჰამბურგმა ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამბურგმა ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა


ჰამბურგმა ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა

"ჰამბურგის" ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბის ყოფილი ლეგენდარული მოთამაშე, ბერნდ ჰოლერბახი, გახდა.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 48 წლის გერმანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ჰოლერბახს საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი - 8 წელიწადი (1996-2004) სწორედ "დინოზავრების" რიგებში აქვს გატარებული და კარიერაც აქ დაასრულა. სამწვრთნელო დონეზე კი აქამდე მხოლოდ ქვედა ლიგის გუნდებში მუშაობდა.

ბერნდ ჰოლერბახი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკუს გისდოლს შეცვლის, რომელმაც "ჰამბურგი" 19 ტურის შემდეგ 15 ქულით ბუნდესლიგის ბოლოსწინა ადგილზე დატოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჰამბურგი ბერნდ ჰოლერბახი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები