გორეცკა: "შალკეს ფანების მესმის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გორეცკა: "შალკეს ფანების მესმის"


გორეცკა:

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ლეონ გორეცკამ, რომელიც გუნდს ზაფხულიდან შეუერთდება, გელზენკირხენის "შალკეს" ფანების მწვავე რეაქციაზე გააკეთა კომენტარი.

"ეს თავისთავად განსაკუთრებული სიტუაცია იყო ჩემთვის. თუმცა მიხარია, რომ მეტწილად მაინც შესაბამისი, სწორი განწყობა სუფევს.

"შალკეს" ქომაგების კი მესმის და ვიცი, რომ ისინი დამისტვენენ. მათი გაგება სრულიად შესაძლებელია", - განაცხადა 22 წლის გერმანელმა.

ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩში, შინ "ჰანოვერის" წინააღმდეგ (1:1), "ლურჯების" ქომაგებმა სპეციალური ბანერი გამოფინეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები