ლიპის სჯერა, რომ ბუფონი კარიერას არ დაასრულებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიპის სჯერა, რომ ბუფონი კარიერას არ დაასრულებს


ლიპის სჯერა, რომ ბუფონი კარიერას არ დაასრულებს

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, მარჩელო ლიპიმ, ჯანლუიჯი ბუფონის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ბუფონი ნებისმიერ საქმეს კარგად გაართმევს თავს, რომელსაც კარიერის დასრულების შემდეგ მოკიდებს ხელს.

რომ შემეძლოს, მას ვურჩევდი, რომ საფეხბურთო კარიერა მხოლოდ მაშინ დაასრულოს, როდესაც მზად იქნება. ვფიქრობ, ის გულის სიღრმეში სერია ა-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით დასამყარებელ რეკოდზე მაინც ფიქრობს", - განაცხადა ლიპიმ.

39 წლის ლეგენდარულმა მეკარემ უკვე დაანონსა, რომ კარიერას 2018 წლის ზაფხულში დაასრულებს, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

ჯიჯი ბუფონს იტალიის სერია ა-ში 629 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო პირველ ადგილზე 647 მატჩით პაოლო მალდინია. მიმდინარე სეზონში მაქსიმუმ 17 მატჩია დარჩენილი, ამიტომ ჯიჯის ერთი წელი არ ეყოფა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები