ჰამშიკი: "მიზნამდე ჯერ კიდევ შორია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამშიკი: "მიზნამდე ჯერ კიდევ შორია"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი, მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა იტალიის სერია ა-ს მოგებაზე ჯერ არ უნდა იფიქროს.

"ყველაზე მთავარი გამარჯვებაა. "ატალანტა" არის გუნდი, რომელიც არასოდეს ჩერდება და ახლახანს იტალიის თასიდან გამოგვაგდო.

ჩვენ ყველაფერს მშვიდად ვაკეთებდით და გამარჯვება, რომელიც ასე ძალიან გვინდოდა, მოვიდა. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ მიზნამდე ჯერ კიდევ შორია.

ახლა "ბოლონიასთან" მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა 30 წლის სლოვაკმა.

21 ტურის შემდეგ ნეაპოლური კლუბი 54 ქულით სერია ა-ს ლიდერია და "იუვენტუსს", რომელიც თავის თამაშს დღეს "ჯენოასთან" ჩაატარებს, ახლა 4 ქულით უსწრებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარეკ ჰამშიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები