სანჩესის პირველი კომენტარი მანჩესტერში გადასვლის შემდეგ: "ამ წინადადებას ვერ უარვყოფდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანჩესის პირველი კომენტარი მანჩესტერში გადასვლის შემდეგ: "ამ წინადადებას ვერ უარვყოფდი"


სანჩესის პირველი კომენტარი მანჩესტერში გადასვლის შემდეგ:

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ "არსენალს" ჰენრიკ მხითარიანი ალექსის სანჩესში გაუცვალეს.

29 წლის ჩილელმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

"ოდნავ ვნერვიულობ, რადგან ინგლისში ყველაზე დიდებულ კლუბში გადავედი.

"არსენალში" შესანიშნავი წლები გავატარე და ამ გუნდისგან და ფანებისგან პოზიტიური მოგონებები დამრჩა.

მაქვს შანსი ვითამაშო ისტორიულ არენაზე (ოლდ ტრაფორდზე), ჟოზე მოურინიოსთან ერთად. ამ წინადადების უარყოფა უბრალოდ არ შემეძლო.

ვამაყობ, რომ "მანჩესტერის" ისტორიაში პირველი ჩილელი ფეხბურთელი ვარ. იმედი მაქვს ფანებს დავუმტკიცებ იმას, თუ რატომ ამირჩიეს მე", - განაცხადა სანჩესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები