ვერმაელენს დიაგნოზი დაუსვეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერმაელენს დიაგნოზი დაუსვეს


ვერმაელენს დიაგნოზი დაუსვეს

"ბეტისისა" და "ბარსელონას" მატჩში ტომას ვერმაელენმა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა.

ის 43-ე წუთზე შესაცვლელი გადხდა და ლაზარეთიდან ახლად დაბრუნებული სამუელ უმტიტმა განაგრძო მატჩი.

დღეს, ბელგიელ მცველს გამოკვლევები ჩაუტარდა და ცნობილი გახდა, რომ ის კლუბს 2 კვირა ვერ დაეხმარება.

"ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, ბოლო პერიოდი ვერმაელენისთვის საუკეთესო იყო. მან დეკემბრის შემდეგ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები