ოფიციალურად: მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეო გამეორება გამოყენებული იქნება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეო გამეორება გამოყენებული იქნება


ოფიციალურად: მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეო გამეორება გამოყენებული იქნება

ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად მსაჯები ვიდეო-რეფერის გამოიყენებენ.

ვიდეო გამეორება მიმდინარე სეზონში გერმანიისა და იტალიის ჩემპიონტებში დაინერგა და ჯერ-ჯერობით დადებითად მოქმედებს.

ასევე, ესპანეთსა და ინგლისში ვიდეო-რეფერის მხოლოდ თასებზე იყენებენ, თუმცა აპირებენ, რომ შემდეგ სეზონში ლა ლიგასა და პრემიერ ლიგაშიც დანერგონ.

"დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ვიდეო გამეორება მსოფლიო ჩემპიონატზე გამოყენებული იქნება. ეს დიდებული ტექნოლოგიაა, რომელიც სამართლიანად მოქმედებს", - განაცხადა ფიფას კომერციულმა დირექტორმა ფილი დე ფლოხმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები