კაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერს დარჩენას სთხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერს დარჩენას სთხოვს


კაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერს დარჩენას სთხოვს

არნემის "ვიტესის" კაპიტანი და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია თავის თანაგუნდელს კლუბში დარჩენას სთხოვს.

"ვიტესის" 21 წლის შემტევს მილორ რაშიცას ევროპის მაშტაბით უკვე ძალიან ბევრი მსურველი გამოუჩნდა.

"მე და რაშიცა ერთმანეთთან ძალიან ხშირად ვკონტაქტობთ. ერთად ვსაუზმობთ, ვსადილობთ და ვვახშმობთ.

ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ რაშიცა გუნდს დატოვებს, ძალიან მეწყინება. ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს", - აცხადებს კაშია.

მიმდინარე სეზონში კოსოვოელი შემტევის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. კაშიას კი ერედივიზიონში 2 გოლი აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები