კევინ დე ბრუინი 2023 წლამდე სიტიში დარჩება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კევინ დე ბრუინი 2023 წლამდე სიტიში დარჩება


კევინ დე ბრუინი 2023 წლამდე სიტიში დარჩება

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გუნდთან ახალ, 5-წლიან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი.

კონტრაქტის თანახმად, დე ბრუინი ქალაქურ გუნდში 2023 წლამდე დარჩება.

"ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი პრიორიტეტი მანჩესტერ სიტიში დარჩენა იყო და სწორედ ამიტომ, გუნდთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე.

სიტი დიდებულ ფეხბურთს თამაშობს, თამაშებს ვიგებთ და იმედია, სეზონის ბოლომდე ასე იქნება", - აცხადებს დე ბრუინი.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში დე ბრუინის ანგარიშზე 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები